Sunday, November 3, 2013

მე-5 მოდულის შეფასება

ეს მოდულიც საინტერესო იყო. გავაკეეთ შეფასების რუბრიკები, შევქმენით გზამკვვლევი.ტრენერი არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას და აქვე გვაძლევდა სასარგებლო რჩევებს ელექტრონული პორტფოლიოს შესახებ. მომწონს ეს პროგრამა, თუმცა ძალიან ბევრ თავისუფალ დროს მოითხოვს. ამის მიუხედავად, სიამოვნებით გავაგრძელებ ურთიერთობას ტრენერთანაც და პროგრამასთანაც. მომეწონა ნიმუშები, მათი საშუალებით ბუნდოვანება გაიფანტა. ვფიქრობ, მასწავლებლის ამოცანა- აღჭურვოს მოსწავლე 21-ე საუკუნის უნარჩვევებით- ამ ტრენინგით უფრო რეალურია.

Saturday, November 2, 2013

მეოთხე მოდულის შეფასება

   

        დღე ნაყოფირი იყო. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშის შექმნა. დეტალურად შევავსეთ გზამკვლევი გეგმისა.რამაც ბუნდოვანება გაფანტა და  ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. შექმნილი    ნიმუში    შევადარეთ სტანდარტს და კიდევ ერთხელ გადავხედეთ სავარაუდო გაგმასა და მოსალოდნელ შედეგებს. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და განვსაზღვრეთ მათი შექმნის შესაძლებლობები და აუცილებლობა.ეს ნაშრომები საშუალებას გვაძლევს ვმაროთ პროექტი ჩვენთვის სასურველი მიმარულებით.